ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან და გამოვთქვით მზადყოფნა ჩვენი პარტნიორობის მეტად გაძლიერების მიმართულებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან.
„ერევანში ორგანიზებული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს.
შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან და გამოვთქვით მზადყოფნა ჩვენი პარტნიორობის მეტად გაძლიერების მიმართულებით“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
On the sidelines of @EPCArmenia, I met with H.E. @alain_berset, Secretary General of the Council of Europe. We reviewed Georgia’s close cooperation with @coe and expressed our readiness to further strengthen our partnership. pic.twitter.com/BpYwsc1LNw
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) May 4, 2026