ირაკლი კობახიძე - ახობაძის საქმეზე გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და პავლეს, ნუ გამოაცხადებთ გმირებად ადამიანებს, რომლებიც ბავშვებს ჰპარავდნენ მორფს
ირაკლი კობახიძე - ახობაძის საქმეზე გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და პავლეს, ნუ გამოაცხადებთ გმირებად ადამიანებს, რომლებიც ბავშვებს ჰპარავდნენ მორფს

ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. გამომდინარე იქიდან, რომ 100-პროცენტიანი მტკიცებულებები არ იყო, ერთი პროცენტიც რომ რჩება, სასამართლო ვალდებულია, გაათავისუფლოს ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ქვეყანაში არსებული მაღალი სამართლებრივი სტანდარტია ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 1 000 მოძალადიდან მხოლოდ 20 ადამიანია დაკავებული.

„ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც 1000 მოძალადიდან მარტო 20 ადამიანია დაკავებული, არის სწორედ მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. აქაც არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, გამომდინარე იქიდან, რომ 100-პროცენტიანი არ იყო მტკიცებულებები, ერთი პროცენტიც რომ რჩება, სასამართლო ვალდებულია, გაათავისუფლოს ადამიანი. როცა იცის, რომ ადამიანი არის გადავარდნილი ნარკომანი, მოიხმარს, ასაღებს ნარკოტიკებს და ა.შ., მაშინაც კი, თუ არ არის 100-პროცენტიანი მტკიცებულებები, სასამართლოს ევალება, გაათავისუფლოს ადამიანი. მე არ მინდა, გვარებში შევიდე, არცერთ გვარს არ ვეხები. ვიდეო რომ არ იყო გადაღებული, სწორედ ამის გამო გაათავისუფლეს ახობაძე პატიმრობიდან. საუბარია 100-პროცენტიანი მტკიცებულების სტანდარტზე. მინდა, ერთი რამ გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს, ნუ გამოაცხადებთ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს ჰპარავდნენ მორფს, ეს არის ჩემი რჩევა“, – განაცხადა პრემიერმა.