ირაკლი კობახიძე - ადამიანი როცა ლაპარაკობს ისეთ რაღაცებს, რაც ვიოლა ფონ კრამონმა ილაპარაკა, ის არსად არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან სხვასთან
ირაკლი კობახიძე - ადამიანი როცა ლაპარაკობს ისეთ რაღაცებს, რაც ვიოლა ფონ კრამონმა ილაპარაკა, ის არსად არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან სხვასთან

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა მძიმე განცხადება გააკეთა, რა დროსაც თქვა, რომ რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშავდა.

„როცა ადამიანი ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს, ის არსად არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან სხვასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ციხეში ნიკა გვარამიას მონახულებასთან დაკავშირებულ მოთხოვნაზე უარი მიიღო.