ირაკლი კობახიძე - ადამიანები, რომლებიც მუდმივად უსამართლობისკენ უბიძგებენ სისტემას, არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი
ირაკლი კობახიძე - ადამიანები, რომლებიც მუდმივად უსამართლობისკენ უბიძგებენ სისტემას, არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი

როდესაც დამნაშავეზე გეუბნებიან, რომ არ უნდა დაისაჯოს, ჩვენ ქვეყანა არ ვართ, სახელმწიფო არ ვართ, ჩვენ არ ვიმსახურებთ სამართლის უზენაესობას, თუ მარტო განვითარებული ქვეყნების ფუფუნებაა სამართლის და კანონის უზენაესობა? – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა. 

„ამოგიღებთ 2012 წლიდან მოყოლებული უამრავ ასეთ განცხადებას, იმავე გვარების, იმავე სუბიექტების და ა.შ. თქვენ გახსოვთ, ახალი შეცვლილი იყო ხელისუფლება და როგორ პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ კანონი არ აღსრულებულიყო, თან, ბევრად მაღალ დონეზე, აქ არანაირი მაღალი დონე არ არის, პრინციპში. მახსოვს ბაროზოს განცხადება იყო, მაგალითად. იყო იგივე რიშის და მისი კოლეგა სენატორების, ევროპარლამენტარების და ა.შ. განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თურმე, ხელისუფლებას არც ერთი პოლიტიკოსისთვის ხელი არ უნდა მოეკიდა. 2012 და 2013 წელს ხდებოდა ეს ყველაფერი. ხელი არ მოკიდოთ არავისო, აცხადებდნენ. იმ ხელისუფლების მიერ უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი და პირდაპირ გვიკრძალავდნენ კანონის აღსრულებას, თუმცა ამას არ გავყევით მაშინ და არც დღეს არ გავყვებით. როდესაც დამნაშავეზე გეუბნებიან, რომ არ უნდა დაისაჯოს, ჩვენ ქვეყანა არ ვართ, სახელმწიფო არ ვართ, თუ რა?! ჩვენ არ ვიმსახურებთ სამართლის უზენაესობას, თუ მარტო განვითარებული ქვეყნების ფუფუნებაა სამართლისა და კანონის უზენაესობა?! კანონი ამ ქვეყანაში არ უნდა აღსრულდეს?! 2012 წელსაც ამას ითხოვდნენ, 2013 წელსაც, წელსაც ამას ითხოვენ და შუაშიც ასე იყო, მაგრამ კანონი სადაც არის აღსასრულებელი, ყველგან აღსრულდება, რადგან ეს არის სახელმწიფო“, – განაცხადა კობახიძემ.

ამ განცხადებით ირაკლი კობახიძემ გადაცემის წამყვანის კითხვას უპასუხა, რატომ ისმის კონკრეტული ევროპარლამენტარებისა და სენატორების მხრიდან მწვავე განცხადებები ხელისუფლების მისამართით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სახელმწიფოში თუ იციან, რომ კანონი ვერ სრულდება, ბუნებრივია, ეს ძალიან მძიმე ტენდენციის სახეს იღებს.

„სხვათა შორის, გვარამიამაც რომ ჩაიდინა ის დანაშაული, განა რისკები არ ჰქონდა გათვლილი?! ჰქონდა, მაგრამ როცა იმ დანაშაულს ჩადიოდა, რაღაცების და ვიღაცების იმედი ჰქონდა. მათ შორის, თავისი სტატუსის, მაგრამ როცა ადამიანები დაინახავენ, რომ კანონი სათანადოდ სრულდება და პასუხისმგებლობისგან ვერც ერთი სტატუსი ვერ გაათავისუფლებს, მაშინ უკვე გადახედავენ საკუთარ განზრახვებს და მომავალში ასეთ დანაშაულებს აღარ ჩაიდენენ“, – განაცხადა კობახიძემ.

თამთა სანიკიძის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ვიოლა ფონ კრამონის მწვავე განცხადებას, რაც თეა წულუკიანის გუშინდელ განცხადებას მოჰყვა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ვიოლა ფონ კრამონზე სერიოზული განცხადების გაკეთება არ შეიძლება და მის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს კონკრეტული მიზეზების და მათ შორის, პიროვნული კონკრეტული ფაქტორების გამო.

„ვიოლა ფონ კრამონზე საერთოდ არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება და ბევრი მიზეზი მაქვს ამისთვის. მათ შორის პიროვნული კონკრეტული ფაქტორების გამო. რაც შეეხება მედიის თავისუფლების უკუსვლას, თქვენ რაში ხედავთ უკუსვლას მედიის თავისუფლების კუთხით. რა შეიცვალა, მაგალითად შარშან გვქონდა ბევრად უკეთესი მდგომარეობა, წელს უარესი, ამას ამბობენ ვიღაცები ფონ კრამონი და ა.შ. რა გვაქვს ასეთი ცვლილება. ყველა ტელევიზია ისევე მუშაობას, როგორც მუშაობდა შარშან, არავითარი ცვლილება არ არის. სად არის უკუსვლა? უკუსვლა არის აღქმებში. ამ აღქმებს აყალიბენენ აქ ნაცმოძრაობა, იქ ფოკრამონები, ფოტიგები და ა.შ. ეს არის სინამდვილეში ერთი პატარა ჯგუფი. ზუსტად ასეთი ადამიანები, რომლებიც მუდმივად უსამართლობისკენ უბიძგებენ სისტემას, არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი, რადგან ევროპული ღირებულებები არის ბევრი რამ, მაგრამ მათ შორის, ერთ-ერთი უმთავრესი არის სამართლის უზენაესობა. როდესაც 2012 წლიდან მოყოლებული შენ გთხოვენ, რომ კანონი არ აღასრულო და ეს არის მათი მთელი ხაზი, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული ღირებულებები მათთან საერთოდ არ არის ახლოს. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა და ამას აქვს ერთადერთი მიზეზი – ისინი არიან კრიმინალების, კონკრეტული კრიმინალური პოლიტიკური ძალის მფარველები. „ნაცმოძრაობა“ რა დანაშაულს ჩადიოდა 2012 წელს არ იცოდა ვიოლა ფონ კრამონმა? ან არ იცოდა იგივე რიშმა და ა.შ. ყველამ იცოდა.

ვიოლა ფონ კრამონი სამართლინად რომ აფასებდეს ნაცმოძრაობა რა არის, მათ შორის დღესაც და გუშინ რა იყო, რომ ჰქონოდა მაშინაც და დღესაც სამართლიანი შეფასება, გვარამიაზე იმას არ იტყოდა, რასაც ახლა ამბობს. ძალიან კარგად იცის, რომ გენპროკურორობის დროს  უამრავ საზიზღრობას აკეთებდა ის კაცი და ახლა „რუსთავი 2“ გაძარცვა. ეს იცის ვიოლა ფონ კრამონმა, მაგრამ სხვა რამეს ლაპარაკობს. რატომ? იმიტომ რომ არის კრიმინალების მფარველი“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, არის თუ არა ეს ანტიდასავლური რიტორიკა, როგორც ამას „ქართული ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არის სიმართლე და არანაირად არ არის ანტიდასავლური რიტორიკა.

„რანაირად არის ეს ანტიდასავლური რიტორიკა?! ევროპარლამენტში რამდენიმე ასეული დეპუტატია და ერთ-ერთი დეპუტატი გამოირჩევა უსამართლობით, კრიმინალების მფარველობით. როდესაც მაგალითად, საქართველოში პარლამენტის ერთ წევრს აკრიტიკებ, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს აკრიტიკებ?! იქაც შვიდი-რვა ევროპარლამენტარია, რომელიც მუდმივად ერთი და იმავეს აკეთებს – მფარველობს კრიმინალებს, ხან ასე, ხან ისე და რა შუაშია აქ ან ევროპა, ან მთლიანად ევროპარლამენტი. არის შვიდ-რვა ევროპარლამენტარი, რომელიც არის კრიმინალების მფარველობაში მხილებული. ევროპის წინააღმდეგ გამოსვლასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. პირიქით, ვიოლა ფონ კრამოს, ფოტიგას და ა.შ. თავად არ აქვთ არავითარი კავშირი სინამდვილეში ევროპასთან, რადგან ბოლომდე აცდენილი არიან ევროპულ ღირებულებებს. თავის ქვეყანაში რომ უნდათ სამართლის უზენაესობა და აქ რომ გეუბნებიან, დამნაშავე არ უნდა დაიჭირონ, ეს არის ზუსტად აცდენა ევროპული ღირებულებებისგან“, – განაცხადა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი