ირაკლი კობახიძე - ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, პოლიტპატიმრებად ვერ ჩაითვლებიან
ირაკლი კობახიძე - ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, პოლიტპატიმრებად ვერ ჩაითვლებიან

ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, პოლიტპატიმრებად ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლებიც ამბობენ, რომ 20 ივნისის მოვლენებისას დაკავებულები პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან.

„თუ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, ისინი ვერ ჩაითვლებიან ვერავითარ შემთხვევაში პოლიტპატიმრებად, რადგან ამ შემთხვევაში, ძალიან ცხადად, ძალიან უხეშად დაირღვა კანონი. მარტივი საკითხია. მეტი მსჯელობა ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.