ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით განცხადება 8 სექტემბრის შემდეგ გაკეთდება
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით განცხადება 8 სექტემბრის შემდეგ გაკეთდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის პოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით სავარაუდოდ საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელების დასრულების შემდეგ გამჟღავნდება.

„ამასთან დაკავშირებით პოზიცია, ალბათ ჩვენი მხრიდან გაჟღერდება მას შემდგ, რაც დასრულდება კანდიდატების დასახელება, ანუ 8 სექტემბრის შემდეგ. სავარაუდოდ, ეს ასე მოხდება, ეს არის ჩემი პირადი განცხადება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დატოვე კომენტარი