ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სანქცირებულთა სიაში პოლიტიკოსებთან ერთად ოჯახის წევრების შეყვანა ნიშნავს ნებისმიერი პრინციპის უარყოფას, რაზეც ტრადიციულად იდგა სამართლებრივი სახელმწიფო
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სანქცირებულთა სიაში პოლიტიკოსებთან ერთად ოჯახის წევრების შეყვანა ნიშნავს ნებისმიერი პრინციპის უარყოფას, რაზეც ტრადიციულად იდგა სამართლებრივი სახელმწიფო

სამართლებრივი თვალსაზრისით ეს ნიშნავს ნებისმიერი პრინციპის უარყოფას, რაზეც ტრადიციულად იდგა სამართლებრივი სახელმწიფო“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სანქცირებულთა სიაში პოლიტიკოსებთან ერთად ოჯახის წევრების შეყვანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, არაფერი კავშირი არ აქვს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ევროპულ ღირებულებებთან.

„სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს ნიშნავს ნებისმიერი პრინციპის უარყოფას, რაზეც ტრადიციულად იდგა სამართლებრივი სახელმწიფო. არსებობს სუბიექტური შერაცხვის პრინციპი, რაც არის ერთ-ერთი წამყვანი პრინციპი სამართალში, როდესაც შენ ამას უარყოფ, სამართლებრივი სახელმწიფოდან, პრაქტიკულად, არაფერი რჩება. ეს არის ძალიან მძიმე პროცესი, რომელიც წარიმართება შესაბამის ქვეყნებში. ეს ანგრევს სამართლებრივ სისტემებს და იმედი მაქვს, მომავალი წლიდან ვითარება რადიკალურად შეიცვლება.  ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ევროპულ ღირებულებებთან და სამართლებრივ პრინციპებთან არაფერი კავშირი არ აქვს. ნებისმიერი ასეთი სახის გადაწყვეტილება ხაზის გადასმაა იმისთვის, რასაც ევროპულ უნივერსიტეტებში 20 და 30 წლის წინ ასწავლიდნენ“, – განაცხადა პრემიერმა.