ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თბილისის 50-კაციან საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი.

ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა 64-დან 44 საარჩევნო ოლქში მოიგეს და მეორე ტური მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რა თქმა უნდა, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც, თუმცა ბუნებრივია ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. კერძოდ, ცესკო-ს წინასწარი მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. როგორც მოგეხსენებათ, 26 წევრი სჭირდება უმრავლესობას თბილისის საკრებულოში“, – აღნიშნა კობახიძემ.