ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის კანდიდატები ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის კანდიდატები ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციონერი კანდიდატების აქტივისტები ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე.

„დედაქალაქში მეტი აქტიურობა შეინიშნება. მაგალითად, კორპუს-კორპუს დადიან ოპოზიციონერი კანდიდატების აქტივისტები და მოუწოდებენ ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე მისვლისაკენ. ანუ ასეთი ტიპის ფარული, მაგრამ აქტიური ჩართულობაა. მიზანი არის, რაც შეიძლება მაღალი პროცენტი აიღონ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის განმარტებით, ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია, რაც ზოგადად მეორე ტურებს ახასიათებს.

„აქტივობა არის დაბალი, რაც ზოგადად ახასიათებს ყველა მეორე ტურს. ასეთი დაბალი აქტივობის ფონზე, მათ აქვთ იმედი, რომ მიაღწევენ გარკვეულ წარმატებას, თუმცა ეს წარმატება მაინც და მაინც პერსპექტიული არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი