ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შესახებ საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივაზე გუნდში იმსჯელებენ
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შესახებ საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივაზე გუნდში იმსჯელებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შესახებ საერთაშორისო პარტნიორების ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში მსჯელობა გაიმართება.

„დადგა გარკვეული იდეა დღის წესრიგში. საერთაშორისო პარტნიორები იყვნენ ამ იდეის, ასე ვთქვათ, ავტორები და ამაზე იქნება მსჯელობა გუნდში. მათ ჰქონდათ წარმოდგენილი ვარიანტი გერმანული მოდელის ფარგლებში და გერმანული მოდელისგან დამოუკიდებლად საერთაშორისო პარტნიორებმა შემოგვთავაზეს ის ნაწილი, რომელიც მხოლოდ მაჟორიტარულ არჩევნებს ეხება. ამაზე იქნება მსჯელობა და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება“ ,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დისკუსიის დროს, საერთაშორისო პარტნიორებმა როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ პარტიას შესთავაზეს ინიციატივა, რომელიც მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებს ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი