ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მომავალი, მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება.

კითხვაზე, ვინ იქნება მომავალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის არჩილ თალაკვაძე და ის გააგრძელებს ამ პოზიციაზე მუშაობას.

„რაც შეეხება ზოგადად თანამდებობებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ამ გადაწყვეტილებებს იღებს პარტიის პოლიტსაბჭო“, – განაცხადა კობახიძემ.