ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით, მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები გაიმართება

19:08, 05.11.2018

ვალუტის კურსის გამყარება რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ამაში პარლამენტიც იქნება ჩართული თავისი კომპეტენციის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით, მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები გაიმართება.

„გვექნება კონსულტაციები როგორც მთავრობასთან, ასევე ეროვნულ ბანკთან, რათა ეს საკითხი მოწესრიგდეს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა.

„საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს, რაც წერია კონსტიტუციაში”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი