ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეიმუშავებენ, რის შემდეგაც საზოგადოებას გააცნობენ
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეიმუშავებენ, რის შემდეგაც საზოგადოებას გააცნობენ

ქვეყანა გააგრძელებს მუშაობას კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად. ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც არის ლეგიტიმირებული ხალხის მიერ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეიმუშავებენ, რის შემდეგაც საზოგადოებას გააცნობენ.

„პრემიერ-მინისტრი საზღვარგარეთ არის. უახლოეს დღეებში დაბრუნდება. ჩვენ ორ-სამ დღეში გვექნება, რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოს შეკრება. იქ შევიმუშავებთ და წარმოვადგენთ სამოქმედო გეგმას ყველა პუნქტის შესრულების კუთხით და ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, საზოგადოებას მივაწვდით სრულ ინფორმაციას, როგორ შესრულდება, რა ვადებში, ვისი პასუხისმგებლობით თითოეული პუნქტი, ამაზე საზოგადოებას მიეწოდება სრული ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ქვეყანა გააგრძელებს მუშაობას კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად, რომელიც არის დადგენილი. ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც არის ლეგიტიმირებული ხალხის მიერ და სახალხო ნდობა აქვს მას გამოცხადებული. რა თქმა უნდა, ამ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას როგორც პარლამენტი, ასევე მთავრობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი