ირაკლი კობახიძე 7x7 ფეხბურთის ასოციაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, 7×7 ფეხბურთის ასოციაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში მასტერლიგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მაღალი მიღწევების სპორტთან ერთად მასობრივი სპორტის განვითარების აუცილებლობას.
პრემიერმა გამარჯვებულებს მიულოცა და მომავალი ტურნირის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, ასევე, შეაჯამეს გასული წლის პროექტები და გაიმართა 2025 წლის სეზონში დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.