ირაკლი კობახიძე - 60%-ს ბევრად აღემატება ჩვენი პარტიული შედეგი ქვეყნის მასშტაბით, 65%-ზე მაღალია კახა კალაძის რეიტინგი, ჩვენი კვლევების თანახმად, 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს

ჩვენ ვიცით რა არის რეალური სურათი. 60%-ს ბევრად აღემატება ჩვენი პარტიული შედეგი ქვეყნის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პარტია „ლელოს“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევას ეხებოდა.

პრემიერის თქმით, ასეთ დროს შეუძლებელია მათთვის კვლევების გამოქვეყნება, რადგან წინასწარ უნდა აღიარონ საკუთარი მარცხი.

„თბილისში დაახლოებით 55%-ია ჩვენი პარტიული შედეგი და შეიძლება 60%-მდეც მივიღოთ უშუალოდ თბილისში პარტიული ხაზით. რაც შეეხება კახა კალაძის რეიტინგს, 65%-ზე მაღალია მისი რეიტინგი. ასეთ პირობებში მათ ძალიან გაუჭირდებათ კვლევების გამოქვეყნება. ასევე, ჩვენი კვლევების თანახმად, 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს. ასეთ დროს შეუძლებელია მათთვის კვლევების გამოქვეყნება, მაშინ წინასწარ უნდა აღიარონ საკუთარი მარცხი. შესაბამისად, ლოგიკურია მათი გადაწყვეტილება კვლევების არგამოქვეყნების თაობაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.