ირაკლი კობახიძე - 50-100 კაცი, რომელიც კეტავს ქუჩას, ძალადობს ოთხ მილიონ ადამიანზე, რომელთაც უნდათ მშვიდობა, წინსვლა და განვითარება, შეუძლებელია, ასე გაგრძელდეს
ირაკლი კობახიძე - 50-100 კაცი, რომელიც კეტავს ქუჩას, ძალადობს ოთხ მილიონ ადამიანზე, რომელთაც უნდათ მშვიდობა, წინსვლა და განვითარება, შეუძლებელია, ასე გაგრძელდეს

50-100 კაცი, რომელიც კეტავს ქუჩას, ძალადობს 4 მლნ ადამიანზე, რომელთაც უნდათ მშვიდობა და სიწყნარე ამ ქვეყაანში, წინსვლა და განვითარება, ხომ შეუძლებელია, რომ ასე გაგრძელდეს და ეს დავუშვათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები, კანონის ფარგლებში მიიღებენ პასუხს ამ ძალადობაზე.

„ჩვენი მეთოდური მიდგომებით ყველა დაელოდოს, როგორ გაგრძელდება პროცესები. ნული თანაგრძნობა – ამას იმსახურებენ ეს ადამიანები. უცხოური აგენტები ვერ დაიმსახურებენ ვერავითარ თანაგრძნობას სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან. კანონის ჩარჩოებში და ფარგლებში ისინი მიიღებენ პასუხს იმ ძალადობაზე, რომელსაც ისინი სჩადიან ოთხ მლნ ადამიანის წინააღმდეგ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.