ირაკლი კობახიძე – 22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება, ვულოცავ „იბერიას“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „იბერიას“ ევროტურნირის, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლების მოპოვებას ულოცავს.
„22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! ვულოცავ „იბერიას““, – წერია კობახიძის მილოცვაში.
თბილისის „იბერიამ“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენელი „ლარნი“ 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით „იბერია“ უეფა-ს ევროპის ლიგის პლეიოფში გავიდა და, ამავდროულად, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ქართულმა გუნდმა ბოლოს უეფა-ს საკლუბო ტურნირის მთავარ ეტაპზე 2004 წელს ითამაშა, მაშინ თბილისის „დინამომ“ უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა.