ირაკლი კობახიძე – 2025 წელს საცხოვრებლით 4 636 დევნილი ოჯახი იქნა უზრუნველყოფილი, გრძელდება სამშენებლო სამუშაოები, მთლიანობაში 2 500 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი
დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. 2025 წელს მთლიანობაში უზრუნველყოფილი იქნა 4 636 ოჯახი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგროც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გრძელდება სამშენებლო სამუშაოები თბილისში, შვიდი კორპუსი შენდება, ასევე რუსთავსა და ბორჯომში.
„მთლიანობაში 2 500 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი ამ სამუშაოების დასრულების შედეგად. ზუგდიდში 1 700-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინა მას შემდეგ, რაც დასრულდება შესაბამისი კორპუსების მშენებლობა. აქ აქტიურად წარიმართება შესაბამისი პროცესი. ასევე ეკომიგრანტთა განსახლება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. 2025 წელს უზრუნველყოფილი იქნა 783, ხოლო წელს 451 ეკომიგრანტი ოჯახი. ასევე უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების პროექტი ხორციელდება. გადაწყვეტილება მიღებულია 1 200-ზე მეტ ოჯახთან დაკავშირებით, სახლი უკვე შესყიდულია 511 ოჯახისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.