ირაკლი კობახიძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბევრი ახალი სახე უნდა იყოს წარმოდგენილი
ირაკლი კობახიძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბევრი ახალი სახე უნდა იყოს წარმოდგენილი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბევრი ახალი სახე უნდა იყოს წარმოდგენილი, ამასთან, საკადრო პოლიტიკის კუთხითაც ბევრი რამ არის დასახვეწი, დაწყებული ცენტრალური ხელისუფლებით, დამთავრებული ადგილობრივი თვითმართველობით, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორედ ამას ეხებოდა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გზავნილი.

„სწორი საკადრო პოლიტიკა ვერ განხორციელდება კადრების გარეშე. ამიტომ ყოველდღიური მუშაობის საგანი უნდა იყოს საკადრო პოლიტიკის დახვეწა. აქ საუბარია იმაზეც, რომ ახალი სახეებიც უნდა გამოჩდნენ. როდესაც 2020 წლისთვის შედგება საპარლამენტო სია, ძალიან ბევრი ახალი სახე უნდა იყოს წარმოდგენილი. ეს ყველაფერი უნდა იყოს დაფუძნებული ობიექტურ კრიტერიუმებზე – კვალიფიციურობა, გამოცდილება და წვლილი პოლიტიკურ წარმატებაში. უნდა გადახალისდეს სია. საარჩევნო სიის მუდმივი განახლება არის ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის პრიორიტეტი“, – აღიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისადმი დღეს მიმართვა გაავრცელა.

დატოვე კომენტარი