ირაკლი კობახიძე - 2016 წლიდან გვესმის მუქარები, თუმცა სახელმწიფო არის ძლიერი და შეუძლიათ, ნებისმიერი მუქარა გააჟღერონ, მათი მუქარები არასერიოზულია
შეუძლიათ, ნებისმიერი მუქარა გააჟღერონ, არასერიოზულები არიან და მათი მუქარებიც არის საკმაოდ არასერიოზული ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შესაბამისი განაცხადა.
პრემიერს კითხვა დაუსვეს ლევან ხაბეიშვილისა და პაატა ბურჭულაძის განცხადებებზე, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლება მშვიდობიანად უნდა დაემხოს.
ირაკლი კობახიძის თქმით, მსგავსი განცხადებები ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლებისგან 2016 წლიდან ისმის.
„2016 წლიდან გვესმის მუქარები, თუმცა ხედავთ, რომ სახელმწიფო არის ძლიერი, სახელმწიფო ინსტუტუტები არის ძლიერი, მათ შორის ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები არიან ძლიერი. ახლა საერთოდ მუქარასაც აღარანაირი ძალა არ აქვს, არათუ მუქარების აღსრულების პოტენციალს არ აქვს არავითარი მონახაზი. შესაბამისად, შეუძლიათ, ნებისმიერი მუქარა გააჟღერონ, თვითონ ადამიანებიც არასერიოზულები არიან და მათი მუქარებიც არის საკმაოდ არასერიოზული ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.