ირაკლი კობახიძე - 2008 წლიდან მოყოლებული „ნაცმოძრაობა“ დგამდა ნაბიჯებს რუსეთთან დაახლოების მიმართულებით, ცალმხრივად გააუქმეს ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის და დღეს ითხოვენ დაწესებას
ირაკლი კობახიძე - 2008 წლიდან მოყოლებული „ნაცმოძრაობა“ დგამდა ნაბიჯებს რუსეთთან დაახლოების მიმართულებით, ცალმხრივად გააუქმეს ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის და დღეს ითხოვენ დაწესებას

2008 წლიდან მოყოლებული „ნაცმოძრაობა“ დგამდა ნაბიჯებს რუსეთთან დაახლოების მიმართულებით და მათ ცალმხრივად გააუქმეს ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის. ხოშტარიას გამოსვლა გავრცელდა, კონტექსტი უფრო მძიმე იყო, რადგან ეს ყველაფერი გააკეთეს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტის კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ „გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა 2008 წლის შემდეგ გადაღებული ვიდეო, სადაც ხოშტარია რუსეთთან კავშირების გაძლიერებაზე საუბრობს“.

„რუსეთმა როცა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე, ისინი ითხოვენ, რომ ჩვენ დავუწესოთ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი, მაშინ, როდესაც თავის დროზე იყო ორმხრივი სავიზო რეჟიმი და სააკაშვილმა ცალმხრივად გაუუქმა ეს რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს.

2008 წლის ომის შემდეგ როდესაც უუქმებ სავიზო რეჟიმს რუსეთის მოქალაქეებს, შემდეგ გამოდიხარ და აკრიტიკებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმისთვის, რომ არ დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს შენ მიერ გაუქმებული ვიზები, ეს არის არაადეკვატურობა „ნაცმოძრაობის“ მხარეს. თქვენ თუ არ გექნებათ დაბინდული გონება, ამას სწორად გააანალიზებთ. აქ არის არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ ანტისახელმწიფოებრივი მიზნებითაა ნაკარნახევი ნაბიჯები, როცა შენ თვითონ გაქვს გაუქმებული რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზები რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ და დღეს, რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წლის შემდეგ ითხოვ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას. ეს არის არა მარტო ორმაგი სტანდარტი, ეს არის საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. აქ ორჯერ ორი ოთხია, მეტი დასკვნა უბრალოდ არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.