ირაკლი კობახიძე - 20 ივნისს აქციის დაშლის პროცესში ხარვეზები იმ ადამიანების პასუხისმგებლობა იყო, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა
ირაკლი კობახიძე - 20 ივნისს აქციის დაშლის პროცესში ხარვეზები იმ ადამიანების პასუხისმგებლობა იყო, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა

20 ივნისს აქციის დაშლის პროცესში ხარვეზები იმ ადამიანების პასუხისმგებლობა იყო, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„შეგვიძლია, ეს პასუხისმგებლობა სამ ნაწილად დავყოთ. პირველი იყო სხდომათა დარბაზში ჩატარებას რაც მოჰყვა, პროვოკაცია ჯერ გავრილოვის და შემდეგ ოპოზიციის. რა თქმა უნდა, ეს იყო შეცდომა ჩვენი, მათ შორის ჩემი შეცდომა და ამაზე ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მეორე – იყო პარლამენტზე შტურმისა და შეჭრის მცდელობა, რაც იყო მთავარი დანაშაული, რაც იყო ჩადენილი იმ ღამეს. ეს არის ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობა. ეს არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სამართლებრივზე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა ისაუბრონ. რაც შეეხება ხარვეზებს, რაც დაშლის პროცესში იყო, ეს იყო იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.