ირაკლი კირცხალია - ზურაბიშვილი რამდენიმე ადამიანს შეკრებს და ერთ დავალებას აძლევს, მეორე ნაწილს - მეორეს, ეს ყველაფერი ერთი დიდი სცენარია, ყველა მოქალაქესა და აგენტს ამ თამაშში თავისი როლი აქვს
სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე ადამიანს შეკრებს და ერთ დავალებას აძლევს, მეორე ნაწილს – მეორეს, ეს ყველაფერი ერთი დიდი სცენარია, უბრალოდ ყველა მოქალაქესა და აგენტს ამ თამაშში თავისი როლი აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნა სრული აბსურდია.
მათი პატრონები აგენტების დივერსიფიცირებას ცდილობენ. სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე ადამიანს შეკრებს და ერთ დავალებას აძლევს, მეორე ნაწილს – მეორეს. შემდეგ ეს არ მოსწონს მელიას, გვარამიას და არ ისმენს გახარია. ეს ყველაფერი ერთი დიდი სცენარია, უბრალოდ, ყველა მოქალაქესა და აგენტს ამ თამაშში თავისი როლი აქვს. მელიას ვკითხავდი, როცა ზურაბიშვილის ბუნდოვანებაზე საუბრობს, როდის იყვნენ ნათელი და მკაფიოები? საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე მათი მოთხოვნა სრული აბსურდია. რომელ არჩევნებზე საუბრობენ? სასაცილო მდგომარეობაში არიან. დარწმუნებული ვარ, თავადაც გაკვირვებული იყვნენ, 61 მანდატი რომ აიღეს რეფერენდუმად გამოცხადებულ არჩევნებზე. გადაწყვეტილებას თავად ვერ იღებენ და კითხვებით თავიანთ პატრონებს მაინც მიმართონ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.