ირაკლი კირცხალია - უკვე ნათელია, რაოდენ მოღალატეობრივ, უპასუხისმგებლო რეჟიმთან გვქონდა საქმე, ყველაზე კარგად თავად იციან, რას ემსახურებოდნენ 2012 წლამდე და მას შემდეგ
დროებით საგამოძიებო კომისიას მუშაობა ახალი დაწყებული აქვს და უკვე სკანდალურ ინფორმაციებს ვისმენთ. მნიშვნელოვანია, რომ კომისიას მანდატი ეზრდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, „უკვე ნათელია, რაოდენ მოღალატეობრივ და უპასუხისმგებლო რეჟიმთან გვქონდა საქმე“.
„მათ მიერ ჩადენილ სისტემურ წამებას რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ აგვისტოს ომი რომ განვიხილოთ, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის მყარი საფუძვლებია. ყველაზე კარგად თავად იციან, ვის და რას ემსახურებოდნენ 2012 წლამდე და მას შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.