ირაკლი კირცხალია – საზოგადოებამ კარგად იცის კორუფციასთან მიმართებით ჩვენი კურსი და მიდგომა, მნიშვნელობა არ აქვს სახელს და გვარს, კანონი ყველასთვის კანონია
საზოგადოებამ კარგად იცის კორუფციასთან მიმართებით ჩვენი კურსი და მიდგომა. მნიშვნელობა არ აქვს სახელს და გვარს, კანონი ყველასთვის კანონია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლის საქმეში მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობა ვერავისთვის ინდულგენცია ვერ იქნება.
„საზოგადოებამ კარგად იცის კორუფციასთან მიმართებით ჩვენი კურსი და მიდგომა. არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობის პირს, ყოფილი თანამდებობის პირია თუ მოქმედი, რეალობა არის ერთი და არის ძალიან მკაცრი კორუფციასთან მიმართებით. კანონი ყველასთვის კანონი იქნება. სახელი, გვარი, თანამდებობა, ვერც ყოფილი თანამდებობა ინდულგენცია ვერ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
სუს-მა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.