ირაკლი კირცხალია – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ ფიზიკურ პირებზე ქონების გადასახადზე დღეს არსებული ზღვარი გაიზარდოს, რაც პოზიტიურად აისახება მოქალაქეებზე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ, რომ ფიზიკურ პირებზე დღეს არსებული ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდა მოხდეს.
როგორც კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ქონების გადასახადზე დღეს არსებული ზღვარი.
„ძალიან აქტიურად მუშაობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე. კერძოდ, გვინდა, რომ ფიზიკურ პირებთან მიმართებით ქონების გადასახადის ჭრილში დღეს არსებული ზღვარი, რაც შემდეგ წარმოშობს ქონების გადასახადს, გაიზარდოს. ძალიან აქტიურად მიდის ამაზე მუშაობა, რაც პოზიტიურად აისახება ჩვენს მოქალაქეებზე“, – განაცხადა კირცხალიამ.