ირაკლი კირცხალია - რომელ არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორზეა საუბარი, როცა ყველაფერი ხელისგულზეა, თითქმის ყოველ წელს ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო 
ირაკლი კირცხალია - რომელ არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორზეა საუბარი, როცა ყველაფერი ხელისგულზეა, თითქმის ყოველ წელს ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო 

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პროკურატურა საზოგადოებას კიდევ ჩააყენებს საქმის კურსში, გამოძიების მსვლელობისას რა ფაქტები გახდება ცნობილი და ეს საქმე როგორ წარიმართება. ჩვენ არაერთხელ ვამხელდით და საზოგადოებამ კარგად იცის ამ არასამთავრობოებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები არ იყვნენ სამოქალაქო სექტორზე ორიენტირებულები.

„რომელ არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორზეა საუბარი, როდესაც ყველაფერი ხელისგულზეა, რეალურად რას ემსახურებოდნენ. თითქმის ყოველ წელს ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო და ხელისუფლება ძალადობრივად დამხობილიყო. ეს ვერ გამოუვიდათ და  ვერც გამოუვათ. გამოძიებაც და თითოეული ინსტიტუცია ამ უსამშობლოთა გაერთიანებას ადეკვატურ და ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს, ნებისმიერი აგენტის გულის ტკივილის მიუხედავად, თუ სრულიად უტიფარი და საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიმყენებელი განცხადებებიდან, თუ ე.წ ოპოზიციიდან გამომდინარე. ოპოზიციასთანაც ხომ არეული და აღრეული მოთამაშეები არიან. იმ არაფორმალური მმართველობის პაიკები, რომელსაც ზოგს – პოლიტიკური პარტია, ზოგს – არასამთავრობო სექტორი და ზოგს მედია დაარქვეს. ისინი ერთი არიან. ერთი მოღალატეობრივი კასტა, რომელიც თავის პატრონს ემსახურება. ეს ის მოღალატეობრივი კასტაა, რომელიც თავის მმართველობის პერიოდში 2012 წლამდე და ახლაც, დღემდე, თავისი ქვეყნის ოპოზიციაში იყვნენ და არიან. ამას საზოგადოება ძლიან ნათლად ხედავს, აფასებს და კიდევ ერთხელ შეაფასებს“, – განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.