ირაკლი კირცხალია – ქვეყანაში ელექტრომატარებლებს, ელექტროსისტემას და ელექტროენერგიას საფრთხე არ ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ აგენტურის დიდი სურვილია, პრობლემა შეექმნას
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში ელექტრომატარებლებს, ელექტროსისტემას და ელექტროენერგიას საფრთხე არ ემუქრება და არ შეექმნება, მიუხედავად იმისა, რომ აგენტურის დიდი სურვილია, რაიმე სახით ქვეყანაში პრობლემა შეექმნას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
„ამის იქით არაფერს გიპასუხებთ. „გაზპრომს“ მსოფლიოს ნახევარი ელაპარაკებოდა და ელაპარაკება. არაფერს გიდასტურებთ, არ ვიცი, რა ინფორმაცია გაქვთ. ძალიან თამამად იმის თქმა შემიძლია, რომ აქ ამ კომპანიებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება თქვენი დიდი სურვილის მიუხედავად“, – განაცხადა კირცხალიამ.