ირაკლი კირცხალია - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გეგმების დაანონსება უკვე ღიმილის მომგვრელია, საზოგადოებას უნიათობის მერამდენე სეზონი უნდა აჩვენონ, ოპოზიცია სრულიად განულებულია
ირაკლი კირცხალია - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გეგმების დაანონსება უკვე ღიმილის მომგვრელია, საზოგადოებას უნიათობის მერამდენე სეზონი უნდა აჩვენონ, ოპოზიცია სრულიად განულებულია

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გეგმების დაანონსება უკვე ღიმილის მომგვრელია. საზოგადოებას მერამდენე სეზონი უნდა აჩვენონ უნიათობის, უნიჭობის. ოპოზიცია სრულიად განულებულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

კირცხალიას თქმით, ნებისმიერ გადაცდომაზე კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს.

„ხაბეიშვილმა თქვა, უფრო რადიკალურები უნდა გავხდეთო. ნებისმიერ გადაცდომაზე კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს. მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მათ პატრონებსაც დიდი დრო არ აქვთ, რადიკალურ ძალებს დრო დაუთმონ. სამწუხაროდ, ევროკავშირიდან დიპლომატიური კორპუსი ისევ ჩართულია პროცესებში. ოპოზიციურ ფლანგზე სრული დაბნეულობა და ფრუსტრაციაა. „ნაცმოძრაობის“ განულება კარგია, რადგან აგენტურული ქსელი უნდა გაუქმდეს, რათა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შეეძლოთ პოლიტიკურ ველზე ოპონირება“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.