ირაკლი კირცხალია - „ნაცების“ ნარჩენების ერთობა, ასე შეგვიძლია დავასათაუროთ დღევანდელი კლოუნადა, ამ აგენტურის ადგილი სადაც არის, 2012 წელს განსაზღვრა ქართველმა ხალხმა
ირაკლი კირცხალია - „ნაცების“ ნარჩენების ერთობა, ასე შეგვიძლია დავასათაუროთ დღევანდელი კლოუნადა, ამ აგენტურის ადგილი სადაც არის, 2012 წელს განსაზღვრა ქართველმა ხალხმა

„ნაცების“ ნარჩენების ერთობა, ასე მარტივად შეგვიძლია დავასათაუროთ დღევანდელი კლოუნადა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ოპოზიციის გაერთიანების შესახებ განცხადებას.

მისი თქმით, „პრინციპში, არც არასოდეს დაშლილან“.

„მუდამ ერთიანები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში. ამ აგენტურის ადგილი სადაც არის, 2012 წელს განსაზღვრა ქართველმა ხალხმა და ეს ადგილი პოლიტიკური სანაგვეა“, – წერს კირცხალია.

დღეს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა შედგა, რომლის შემდეგაც ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ოპოზიციის ალიანსი შედგა, ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის“.