ირაკლი კირცხალია - გაირკვა, უსამშობლოთა გაერთიანება და ჯაშუშთა ქსელი თურმე რითი იყვნენ დაკავებული, ჯაშუშთა ქსელი სანქციებს იხვეწებოდა, უკრაინის ხელისუფლების ხელით თემა გადმოუგდეს
ირაკლი კირცხალია - გაირკვა, უსამშობლოთა გაერთიანება და ჯაშუშთა ქსელი თურმე რითი იყვნენ დაკავებული, ჯაშუშთა ქსელი სანქციებს იხვეწებოდა, უკრაინის ხელისუფლების ხელით თემა გადმოუგდეს

გაირკვა, უსამშობლოთა გაერთიანება და ჯაშუშთა ქსელი თურმე რითი იყო დაკავებული, ჯაშუშთა ქსელი სანქციებს იხვეწებოდა, უკრაინის ხელისუფლების ხელით რაღაც თემა გადმოუგდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, უსამშობლოთა გაერთიანება და ჯაშუშთა ქსელი საკუთარ პატრონებს ეხვეწებიან, რამე სანქციები დააწესონ, რამე ქმედებები განახორციელონ.

„უკრაინის მხრიდან რაც ვნახეთ, არის ის, რომ თავიანთმა პატრონებმა უკრაინის ხელით გადმოუგდეს სანქციები, რაც ჯერ არც ვიცით, რას ნიშნავს.

უკრაინა მძიმე მდგომარეობაშია და იმ ადმინისტრაციისგან რა უნდა გაგვიკვირდეს, კარგად გვახსოვს, ომის დაწყების შემდეგ რას აკეთებდნენ. უკრაინიდან ის ელჩი გამოუშვეს, რომელიც მათთვის ყველაზე მძიმე დროს იქ იყო. თურმე მიზეზი ყოფილა ის, რომ ხელისუფლება აქ სააკაშვილს აწამებს, რაც სრული აბსურდია. ისინიც მართული არიან. ჯაშუშთა ქსელი სანქციებს იხვეწებოდა, უკრაინის ხელისუფლების ხელით რაღაც თემა გადმოუგდეს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანება, რომელიც მოიცავს საქართველოს 20 მოქალაქისთვის აკრძალვებს უკრაინაში შესვლაზე, ბიზნესის წარმოებაზე, ქონების შესყიდვაზე, აგრეთვე ფინანსური აქტივების გაყინვას.