ირაკლი კირცხალია - ევროპარლამენტის რეზოლუციიდან ისევ დესტრუქციას, მბრძანებლურ ტონს, ორმაგ სტანდარტს და აღქმებზე დაფუძნებულ ტყუილებს ამოვიკითხავთ
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას რასა იუკნევიჩიენეს ფასი აქვს. მერამდენე რეზოლუციაა, ვეღარ ვთვლით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აცხადებს.
მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტიდან ისევ დესტრუქცია, მბრძანებლური ტონი, ორმაგი სტანდარტი, სრულიად აბსურდული, სიცრუეზე დაფუძნებული გამოგონილი ფაქტები და აღქმებზე დაფუძნებულ ტყუილები ამოიკითხება.
„სააკაშვილის პარტიის დე ფაქტო წევრი და წევრები მერამდენე რეზოლუციას დააინიცირებენ და განცხადებას გააკეთებენ, ამას ჩვენთვის რისი ფასი აქვს, კი გითხარით. ისინი გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე პოლარიზაცია ყველა განვითარებულ ქვეყანას ღუპავს და ამ დროს თავიანთი ხელით ჩვენს ქვეყანაში ყველაფერს აკეთებენ, რომ საზოგადოება დაყონ, დაქსაქსონ და სიტუაცია დაძაბონ, რათა პროქსი სახელმწიფო ჰქონდეთ. უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მიზანია, რომ თავიანთ აგენტურულ ქსელს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა, ხოლო დანარჩენ საზოგადოებას საზოგადოებად არ თვლიან და ეს ჩვენთვის არახალია“, – განაცხადა კირცხალიამ.