ირაკლი კირცხალია - დარწმუნებული ვარ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი, სულ მცირე, განახევრდება, მათი რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა
ირაკლი კირცხალია - დარწმუნებული ვარ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი, სულ მცირე, განახევრდება, მათი რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა

ვიდრე კონკრეტული დავალება მოუვათ, მანამდე რაღაც განცხადება უნდა აკეთონ, შიდა ბატალიები, გადაძახილები-გადმოძახილები, კინკლაობა, აქციის დაანონსება, ეს მცდელობაა, რომ დღის წესრიგიდან არ გაქრნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, განსაკუთრებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რადგან მათივე ამომრჩევლის უმრავლესობამ მათი ერთიანი სახე დაინახა.

„მათ თავიანთი თავის და თავიანთი პატრონების თვითლუსტრაცია მოახდინეს. პოლიტიკურ სცენაზე თავად გამოვიდნენ – რუსთაველის გამზირზე მათი განცხადებები გვახსოვს. დარწმუნებული ვარ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი. მინიმუმ, განახევრდება. მათი რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა დავარდნილი“, – განაცხადა კირცხალიამ.