ირაკლი კირცხალია - ბრიუსელში ოპოზიციის ვიზიტს პოლიტიკურად კარგი შედეგი აქვს, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ ამ აგენტების მხრიდან ხდება დავალებების ატაცება, რასაც ყურმოჭრილად ასრულებენ
ირაკლი კირცხალია - ბრიუსელში ოპოზიციის ვიზიტს პოლიტიკურად კარგი შედეგი აქვს, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ ამ აგენტების მხრიდან ხდება დავალებების ატაცება, რასაც ყურმოჭრილად ასრულებენ

ბრიუსელში ოპოზიციის ვიზიტს პოლიტიკურად კარგი შედეგი აქვს, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ ამ აგენტების მხრიდან ღია წერილებისა და დავალებების ატაცება ხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოეთიდან მიღებულ დავალებებს ყურმოჭრილად ასრულებენ.

„კიდევ ერთხელ ხდება მათი ლუსტრაცია და მხილება. ახლა კონკრეტული ჯგუფი ბრიუსელში კონკრეტული დავალების მისაღებად და საქართველოში ჩამოსატანად ჩავიდა“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.