ირაკლი ხმალაძე - „სითი პარკის" წარმომადგენელთა ბრალდებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად
ირაკლი ხმალაძე - „სითი პარკის" წარმომადგენელთა ბრალდებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად

„სითი პარკის” წარმომადგენლების ბრალდებები უსაფუძვლოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამის შესახებ განცხადება თბილისი ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გააკეთა. მისი თქმით, კომპანიის მფლობელების მიერ საკითხის სახელმწიფოებრივ ჭრილში გადატანა საფუძველს მოკლებულია.

„ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში, სამართლიანად და ობიექტურად მიიღო. ბოლო პერიოდში, არაერთი მითითების მიუხედავად, კომპანიამ ვერ შეძლო წარმოედგინა გარკვეული მოსაზრება, ან საგნობრივი არგუმენტი მათი პოზიციის გასამართლებლად. გამართლება ვერ მოვუძებნეთ კომპანიის ქმედებებს, რის გამოც, დედაქალაქის მერიამ უკიდურეს ზომას მიმართა და ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მფლობელების მიერ აღნიშნული საკითხის საერთო სახელმწიფოებრივ ჭრილში გადატანა საფუძველს არის მოკლებული და კომპანიის არაკონსტრუქციულ, არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე აისახება”,-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ და აღნიშნა, რომ მერია მზად არის, მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი სისწორე ნებისმიერ ინსტანციაში განმარტოს.

„რაც შეეხება საქართველოს საინვესტიციო კლიმატს და ზოგადად, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაუარესების ალბათობას, რომელზეც კომპანის მფლობელები თავიანთ განცხადებაში მიუთითებენ, . არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მზად ვართ, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი სისწორე, ნებისმიერ ინსტანციაში განვმარტოთ. კომპანიას ასევე შევთავაზეთ შეხვედრა, რათა გადაბარების პროცესში ჩვენი ურთიერთობების გაგრძელების შესაძლებლობებზე გვემსჯელა. იმედს ვიტოვებთ, რომ პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართება”,-განაცხადა ვიცე-მერმა.

დღეს კომპანია „სითი პარკის” მფლობელებმა განცხადება გაავრცელეს და თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებას “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ,  უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.