ირაკლი ხმალაძე - „სითი პარკი“ პროცესის პოლიტიზებით ცდილობს, სასამართლოზე ზეწოლა მოახდინოს
ირაკლი ხმალაძე - „სითი პარკი“ პროცესის პოლიტიზებით ცდილობს, სასამართლოზე ზეწოლა მოახდინოს

კომპანია „სითი პარკის“ ბრალდებებს ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე პასუხობს.

როგორც ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, კომპანია მსგავსი ტიპის განცხადებებით, ცდილობს მოსამართლეებზე ზეწოლა მოახდინოს, რაც მიუღებელია.

„დღეს სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო „სითი პარკის“ სარჩელი. სასამართლომ განუმარტა, რომ მათ ამ აქტის გასაჩივრების მიმართ იურიდიული ინტერესი არ აქვთ და ამიტომ არ მიიღო წარმოებაში. ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესი. ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პრაქტიკა და თითოეულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღება სასამართლოს მხრიდან, ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება, მე მგონი მიუღებელია. განცხადებები, რომ ასეთი ორკესტირირებულია სასამართლო და მერიის ქმედება უბრალოდ შეურაცხმყოფელია”, – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

ვიცე-მერი აღნიშნავს, რომ „სითი პარკს“ აქვს სრული უფლება სასამართლოს გზით დაიცვას საკუთარი კანონიერი ინტერესები, ისევე როგორც ამის უფლება აქვს მერიას.

პოლიტიზირებას ცდილობენ, რადგან მათი მოქმედებები პრაქტიკულად გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოებს. მათ არაფერში არ სჭირდებათ ასეთი განცხადებების გაკეთება, რასაც ადგილი ჰქონდა დღეს. „სითი პარკი“ ცდილობს პროცესის პოლიტიზებას, რაც არ გამოუვათ. წამოწყებული აქვთ მედიაკამპანია, თითქოს კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას ასრულებდა. ყველა მოქალაქეს შეუძლია, გადახედოს საპარკინგე ინფრასტრუქტურას და ნახავენ, რა დონეზეა მოწესრიგებული. სწორედ ეს გახდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დატოვე კომენტარი