ირაკლი ხმალაძე ლევან ხაბეიშვილს - ერთადერთი, რაც გენგეგმის დოკუმენტს არ სჭირდება, არის პოლიტიკური ანგაჟირება თქვენი მხრიდან
ირაკლი ხმალაძე ლევან ხაბეიშვილს - ერთადერთი, რაც გენგეგმის დოკუმენტს არ სჭირდება, არის პოლიტიკური ანგაჟირება თქვენი მხრიდან

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ერთადერთი, რაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტს არ სჭირდება, არის პოლიტიკური ანგაჟირება თქვენი მხრიდან, – ასე მიმართა დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ” ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს ფრაქციის წევრს, ლევან ხაბეიშვილს.

ოპოზიციური პარტიის წევრმა თბილისის მთავრობის წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ ერთი წელია ისედაც დაგვიანდა გადაწყვეტილების მიღება და ქალაქის ახალმა ხელმძღვანელობამ ხუთი თვე დაკარგა დოკუმენტთან მიმართებაში.

„ამდენი ხანია ვუყურებთ ახალი ადმინისტრაციის მუდმივ კინკლაობას და ნეგატიურ დამოკიდებულებას „სითი ინსტიტუტის“ მიმართ. კონკრეტული გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია, ან ხართ მზად გენგეგმის მისაღებად, ან აგრძელებთ ქაოტურ განაშენიანებას, რომელიც დაიწყო წინა მერის, თუ იმის წინა მერის დროს. გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის ნება სჭირდება”, – მიმართა ლევან ხაბეიშვილმა განხილვაზე მყოფ თბილისის მთავრობის მაღალჩინოსნებს.

გენგეგმის პროექტის ავტორთა ჯგუფის მიერ ორგანიზებული საჯარო განხილვა უკვე ორ საათზე მეტია მიმდინარეობს.

პოლიტიკოსების გამოსვლის შემდეგ, “სითი ინსტიტუტი საქართველოს” ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ აღნიშნა, რომ კომპანიამ შეძლო ზეპარტიული დოკუმენტის შექმნა და აუცილებელია, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში მსჯელობა.