ირაკლი ხმალაძე - დედაქალაქის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა
ირაკლი ხმალაძე - დედაქალაქის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგებაზე იქნება ორიენტირებული.

ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხდა.

“ყველაზე მთავარი მიმართულება იქნება ისტორიული არეალების რეაბილიტაცია, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია , გუდიაშვილის მოედანი და რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ძირითადად, მეტროსადგურების რეაბილიტაცია და მეტროს შემადგენლობების მოდერნიზაცია უნდა მოხდეს. ეს არის 2018 წლის თბილისის ბიუჯეტის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმართულება”, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა.