ირაკლი ხმალაძე - ახალი საპარკინგე სივრცეების მოწყობა უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი პროექტია
ირაკლი ხმალაძე - ახალი საპარკინგე სივრცეების მოწყობა უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი პროექტია

ახალი საპარკინგე სივრცეების მოწყობა არის უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი პროექტი, რომელიც თბილისის მერიისგან უნდა განხორციელდეს კერძო ინვესტრირების მოზიდვის გზით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საერთო ჯამში ათ ლოკაციაზე უნდა გამოცხადდეს ტენდერი და საჭიროა, თითოეული ლოკაცია კარგად გავარკვიოთ.

„დღეს სამ ლოკაციაზე გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა. ვაგრძელებთ მუშაობს და უახლოეს პერიოდში მოხდება დანარჩენ ლოკაციებზეც ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება კომერციულ ფართებთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვებს, ხმალაძე ამბობს, ამ ლოკაციებზე ინტერესთა გამოხატვის მიზანი არის ის, რომ მაქსიმალური რაოდენობის ავტოსაპარკიგნე ადგილები მოეწყოს.

„ინვესტორს დანარჩენი სივრცე მისცემს საშუალებას მოაწყოს კომერციული ფართი, ეს შემდგომში კვლევის საგანია. მე ახლა ამას ვერ დაგიდასტურებთ. მაგრამ ჩვენი მიზანი არის იმ საპარკინგე სივრცეების მოწყობა, რომლებიც ჩვენს მიერ არის გამოცხადებული”, – განაცხადა ხმალაძემ.