ირაკლი ხმალაძე - 10 მეტროსადგურის რეაბილიტაციასა და მეტროს ახალი შემადგენლობისთვის 24 მილიონი დაიხარჯება
ირაკლი ხმალაძე - 10 მეტროსადგურის რეაბილიტაციასა და მეტროს ახალი შემადგენლობისთვის 24 მილიონი დაიხარჯება

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2018 წელს თბილისის 60 მილიონით გაზრდილი ბიუჯეტიდან 24 მილიონი 10 მეტროსადგურის რეაბილიტაციისა და მეტროს ოთხი შემადგენლობისთვის იქნება გამოყოფილი.

როგორც ვიცე-მერმა პირველ არხს განუცხადა, 20 მილიონი გუდიაშვილის მოედნის,16 მილიონი კი ორბელიანის მოედნის აღდგენისთვის დაიხარჯება.

ირაკლი ხმალაძის თქმით, გაზრდილი თანხა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების განხორციელებას მოხმარდება.

„პირველ რიგში, ეს იქნება მეტროსადგურების რეაბილიტაცია და მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია. აგრეთვე ახალი შემადგენლობების დამატება. ანუ პრაქტიკულად ოთხი შემადგენლობით მეტი ივლის მეტროში. ორი დიდ ხაზზე და ორი პატარა ხაზზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოლოდინის დრო შევამციროთ სადგურებში და მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი გავზარდოთ. უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ დედაქალაქის მოსახლეობას მგზავრობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ 10-მდე სადგურს ჩაუტარდება სრული მოდერნიზება-რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები”, – განუცხადა პირველ არხს განუცხადა ვიცე-მერმა.

მისივე ინფორმაციით, გაზრდილი ბიუჯეტიდან დაფინანსდება ასევე ისტორიული არეალების რეაბილიტაცია. ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები.

„ეს არის ის პროექტები, რომელიც ხელს უწყობს დედაქალაქში ტურიზმის ზრდას, ეკონომიკის განვითარებას, მოსახლეობას მეტ შესაძლებლობას უქმნის. ზრდის მათ ყოველთვიურ შემოსავალს და უძრავი ქონების ღირებულებას იმ არეალებში. ეს საკმაოდ დადებითი და პოზიტიური სიახლე იქნება 2018 წლის განმავლობაში. “, – აღნიშნავს ვიცე-მერი.