ირაკლი ხელაძე ნაძალადევისა და დიდუბის რაიონებში დაგეგმილ მშენებლობაზე - ოპოზიციის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა
ირაკლი ხელაძე ნაძალადევისა და დიდუბის რაიონებში დაგეგმილ მშენებლობაზე - ოპოზიციის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე დედაქალაქის ნაძალადევის და დიდუბის რაიონებში მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სერიოზული მცდელობა.

„მე, როგორც ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარს, ბევრი ვერ შემეცილება ამ რაიონის სიყვარულში და იმ კონკრეტული არეალის სამომავლოდ განვითარების სურვილში. მოგახსენებთ, რომ დავიბადე და გავიზარდე სწორედ იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც აღნიშნული მშენებლობა უნდ განხორციელდეს. მე მახსოვს თუ რა ხდებოდა ამ ტერიტორიაზე და ზოგადად ხალხის განწყობა იყო, რომ ეს ტერიტორია უნდა განვითარებულიყო.

აზრს მოკლებულია მცდელობები, რომლითაც ოპოზიცია გამოირჩევა. აქ მთავარი სამუშაო არის წინ. ტექნიკური დეტალები შესათანხმებელია და გპირდებით, როგორც ამ რაიონის მაჟორიტარი, პირველ რიგში, დაინტერესებული ვიქნები, რომ რაიმე არასწორი ნაბიჯი არ იქნას გადადგმული. თქვენ ხედავთ, ბოლო წლებში, როგორც ვითარდება ქალაქი და ვერავინ შემოგვედავება, რომ ჩვენ ამ ქალაქისთვის ცუდი გვინდა“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, ოპოზიცია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს და ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

„არის ალბათ იმ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, რომელიც ოპოზიციას აქვს. მესმის, რომ პერიოდულად, ოპოზიციას თემები აკლდება და ყველა ხავსს ეჭიდება, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

რა თქმა უნდა, ეს ტერიტორია უნდა განვითარდეს გენერალური გეგმის შესაბამისად და აუცილებლად რეკომენდაციები უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ როგორც დავიცავთ პროექტის შეთანხმების და დამტკიცების ეტაპებზე ჩვენს პოზიციებს, მათ შორის საზოგადოებრივ პოზიციებს, ყველა კარგად იხილავს“, – დასძინა ირაკლი ხელაძემ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.