ირაკლი გოგუაძე – ჩემი მთავარი მოთხოვნაა პრეზიდენტის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, არ ვარ მისი მხარდამჭერი, მაგრამ ვთვლი, რომ ქვეყანას კიდევ ერთი გარდაცვლილი პრეზიდენტი არ სჭირდება

14:49, 04.11.2021

პარლამენტთან მეორე დღეა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი ირაკლი გოგუაძე შიმშილობს. გოგუაძე მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.

გოგუაძის თქმით, იშიმშილებს, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ჩემი მთავარი მოთხოვნა არის პრეზიდენტის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. არ ვარ მისი მხარდამჭერი. მეც მაქვს ბევრი კითხვის ნიშნები მის მმართველობასთან დაკავშირებით, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენ ქვეყანას კიდევ ერთი გარდაცვლილი პრეზიდენტი ნამდვილად არ სჭირდება და ის გამოცდილება რაც მივიღეთ, უნდა გავიაზროთ, იგივე შეცდომები არ დავუშვათ. მივმართავ ყველა მოქალაქეს, ახლა არ არის დრო გარკვევის, ვინ რა დააშავა. მთავარია, ქვეყანა დავიცვათ კიდევ ერთი გარდაცვლილი პრეზიდენტისგან. შიმშილობას ვაგრძელებ, ვიდრე არ გადაიყვანენ საავადმყოფოში და ამავდროულად ვუერთდები იმ მოწოდებას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი“, – განაცხადა გოგუაძემ.

მსგავსი