ირაკლი ღუდუშაურის ახალი გამოწვევა - ქართველი სპორტსმენი ბარსელონაში რეკორდის გაუმჯობესებას იმედოვნებს #1TVSPORT
ირაკლი ღუდუშაურის ახალი გამოწვევა - ქართველი სპორტსმენი ბარსელონაში რეკორდის გაუმჯობესებას იმედოვნებს #1TVSPORT

ირაკლი ღუდუშაური ემზადება Barcelona Ironman-ისთვის, რომელიც 5-7 ოქტომბერს გაიმართება. ქართველი სპორტსმენის მიზანი პირადი რეკორდის გაუმჯობესებაა – ამის შესახებ სპორტსმენმა პირველ არხთან ისაუბრა.

ირაკლი ღუდუშაური მორბენალი იყო, მაგრამ ბოლო 5 წელია გადაერთო ტრიატლონზე, სადაც სამი შეჯიბრებაა – ცურვა, ველოსპორტი და სირბილი.

ეს სახეობა ყველაზე რთულია IRON Man-ში (რკინის კაცი): სადაც მონაწილემ უნდა გაცუროს 3,8 კმ, ველოსიპედით დაფაროს 180 კმ და გაირბინოს 42,2 კმ. დისტანციები. ეს იმდენად რთული ასპარეზობაა, რომ ფინიშამდე მისვლას ბევრი ვერ ახერხებს.

„მე ვარ 45 წლის და ჩემი ცხოვრება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სპორტის სახეობას – ტრიატლონს მივუძღვენი. ეს ყველაფერი დაიწყო როგორც პირადი გამოწვევა და გადაიქცა მისიად – საქართველოს წარმოდგენა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გამძლეობის დისციპლინაში – „აირონმენში“.

მელის ახალი გამოცდა – Barcelona Ironman. ჩემი მიზანია 10 საათიან ზღვარში ჩატევა. ეს მხოლოდ დროსთან შებრძოლება არ არის, ეს არის მტკიცებულება, რომ როდესაც ბოლომდე იბრძვი ყველაფერი შესაძლებელია“, – ამბობს ირაკლი ღუდუშაური.