ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

19:18, 26.10.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, უნგრეთის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დღეს დაიწყო. პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში, უკვე შეხვდა უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს.

მსგავსი