ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას კახეთში უმასპინძლა [ფოტო]
ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას კახეთში უმასპინძლა [ფოტო]

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს, დელეგაციასთან ერთად, კახეთში უმასპინძლა.

ოფიციალური ვიზიტის არაფორმალური ნაწილი წინანდალში გაიმართა. სტუმრებმა ტრადიციული ქართული კერძების მომზადების პროცესშიც მიიღეს მონაწილეობა. დელეგაციის პატივსაცემად ქართული და უკრაინული ტრადიციული ცეკვები შესრულდა.

დენის შმიგალმა საქართველოში ვიზიტი უკვე დაასრულა. უკრაინელი კოლეგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.