ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

„მთავრობის მეთაურმა იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მოღვაწეობის განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

აღინიშნა, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველომ და იაპონიამ მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების მიმართულებით.

ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავრობას სურს, გააგრძელოს ძალისხმევა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.