ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ფესტივალის – „ღვინის დღეები საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები წინანდალს ეწვივნენ.

ელჩებმა წინანდლის ისტორიულ ვენახში ყურძენი დაკრიფეს და კულინარიულ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოელ დიპლომატებს საქართველოში რთვლის ტრადიცია გააცნო და საქართველოსთვის მევენახეობისა და მეღვინეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.