ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საელჩოების თანამშრომლებს პანდემიის პირობებში, მათ შორის ვაქცინების მოძიების მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საელჩოების თანამშრომლებს პანდემიის პირობებში, მათ შორის ვაქცინების მოძიების მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა

ძვირფასო ელჩებო, პატივცემულო თანამშრომლებო, ყველას მინდა, გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ, გავიხსენებ კოვიდპანდემიის დროს თქვენს უშუალო ჩართულობას, როგორ აქტიურად იყავით ჩართულები თუნდაც ვაქცინების მოძიების საქმეში და ის წარმატებული კონტრაქტები, რომელიც ჩვენ პირდაპირ გავაფორმეთ მომწოდებლებთან, არის უდავოდ თქვენი დამსახურებაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და მის გუნდს წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენ ყველას, ძვირფასო ელჩებო, პატივცემულო თანამშრომლებო, ყველას მინდა, გულწრფელად გადაგიხადოთ მადლობა თქვენი ერთგული სამსახურისთვის. თქვენ მართლაც ემსახურებით და იმაზე მეტს აკეთებთ, ვიდრე თქვენ გევალებათ. მე რამდენიმე სიტყვით გავიხსენებ კოვიდპანდემიის დროს თქვენს უშუალო ჩართულობას, როგორ ემსახურებოდით ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ, როგორ აქტიურად იყავით ჩართულები თუნდაც ვაქცინების მოძიების საქმეში. ის წარმატებული კონტრაქტები, რომლებიც ჩვენ პირდაპირ გავაფორმეთ მომწოდებლებთან, არის უდავოდ თქვენი დამსახურებაც. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. მე მინდა, ბატონ დავითს და მის გუნდს მადლობა გადავუხადო წარმატებული საქმიანობისთვის და გისურვოთ შემდგომი წარმატებები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.