ირაკლი ღარიბაშვილმა მომავლის ენერგიის მუზეუმი „ნურ-ალემი“ დაათვალიერა
ირაკლი ღარიბაშვილმა მომავლის ენერგიის მუზეუმი „ნურ-ალემი“ დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ნურ-სულთანში მომავლის ენერგიის მუზეუმს „ნურ-ალემს“ ეწვია და დელეგაციასთან ერთად მუზეუმის ექსპოზიციები დაათვალიერა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მომავლის ენერგიის მუზეუმი ყაზახეთის რესპუბლიკაში პირველი ტექნოლოგიური მუზეუმია.

შენობა 8-სართულიანია და თითოეულ სართულზე სხვადასხვა კონცეფციაა წარმოდგენილი. მუზეუმში წარმოდგენილია:  ნურ-სულთანში ენერგიის ალტერნატიული წყაროების დანერგვის პროექტები, კოსმოსის შეუსწავლელი სივრცის საიდუმლოებები, „კოსმოსური კვლევის გვირაბი“. მუზეუმში წარმოდგენილი „მზის ბურთი“ მზეზე მიმდინარე პროცესებსა და ვარსკვლავების ენერგეტიკულ პოტენციალს აჩვენებს.