ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ურსულა ფონ დერ ლაიენს, შარლ მიშელსა და ოლივერ ვარჰეის
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ურსულა ფონ დერ ლაიენს, შარლ მიშელსა და ოლივერ ვარჰეის

მინდა, ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ, პირველ რიგში, მინდა, დავიწყო ჩემი მადლობით ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ შარლ მიშელს, რომელმაც ახლა დამირეკა და პირადად მომილოცა დღევანდელი დღე და ეს ისტორიული გამარჯვება, ასევე მაქვს პატივი გადმოგცეთ მისი მილოცვა ქართველი ხალხისადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერი ევროკავშირის 27-ვე ქვეყანას მადლობას უხდის.

„„ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო. დიდი სიამაყით და დიდი სიხარულით გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას, საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, გილოცავთ ყველას, მე მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოგილოცოთ ისტორიული დღე. ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გამარჯვება. ეს ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა. ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ. მე მინდა, ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ. პირველ რიგში, მინდა, დავიწყო ჩემი მადლობით ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ შარლ მიშელს, რომელმაც ახლა დამირეკა და პირადად მომილოცა დღევანდელი დღე და ეს ისტორიული გამარჯვება, ასევე მაქვს პატივი გადმოგცეთ მისი მილოცვა ქართველი ხალხისადმი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ვარჰეის, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩართული იყო და იყო ერთ-ერთი მთავარია გულშემატკივარი ქალბატონ ურსულასთან და ბატონ შარლ მიშელთან ერთად. რაც მთვარია, ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის თითოეულ ლიდერს. მინდა, მადლობა გადავუხადო ერთსულოვნებისთვის და ერთხმად გამოხატული ძლიერი მხარდაჭერისა და ნდობისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.